ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

BDO– ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესსერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებით

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია BDO  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესსერვისების და აუთსორსინგის მიმართულებაში.

„ბიდიო“ აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი

6 თვე კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

სტაჟიორი ჩართული იქნება ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის პროექტში, რომლის ფარგლებშიც მას მოუწევს:

  • ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;

  • ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;

  • სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel-ის პროგრამაში;

  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;

  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;

  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო);

  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა;

  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;

  • SAP-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება

  • გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი აუთსორსინგი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 მაისი, 2019 წელი.

ბანერები