ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – კლასის კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას კლასის კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპეციალობით: ფსიქოლოგი/განათლების ადმინისტრირება (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარები;
  • უნარი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები სხვადასხვა რთულ და პრობლემურ სიტუაციაში;
  • პროფესიონალური ზრდის ინტერესი და მოტივაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონკრეტული კლასის კოორდინაცია;
  • სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში ბავშვებთან ერთად ყოფნა;
  • საკლასო და გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება (ექსკურსია, თეატრი,  საკლასო ღონისძიებები, ლაშქრობები და ა.შ.);
  • მოსწავლეების პორტფოლიოს წარმოება;
  • საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.);
  • მშობელთან კომუნიკაცია (ელდღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში, მშობლის ვიზიტის დაგეგმვა);
  • საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი საქმიანობის შესახებ.

სამუშაო დატვირთვა: 09:30-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება  – „კლასის კოორდინატორი".

 

ბანერები