ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამა პროკრედიტბანკისგან - დასაქმების უნიკალური შანსი!

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

13 თებერვალს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ”პროკრედიტბანკის” კადრების განყოფილების თანმშრომლები ილიაუნის სტუდენტებს შეხვდებიან. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ”პროკრედიტბანკის” ინიციტივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კადრების შერჩევას ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამისთვის ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამაში კანდიდატთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  •        ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  •        სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  •        მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
  •        დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •        ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •        ”პროკრედიტბანკში” პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

შეხვედრის დრო: 13 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები