


ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
სამართლის სკოლა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის II და III კურსის სტუდენტებისთვის.
საქმიანობა:
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები;
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური დახმარება;
- ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
- შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება.
მინიმალური მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე);
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ახალ ინფორმაციასთან/ გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
სტაჟირების პირობები:
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
ფაკულტეტი: სამართლის სკოლა
5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული).
კონკურსის ეტაპები:
წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 24 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე) თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სტაჟირება სამართლის სკოლაში“.
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას.
2025