


ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანია „ბიდიო ლეგალის“ იურიდიულ განყოფილებაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
„ბიდიო ლეგალი“, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ განყოფილებაში კლიენტი კომპანიისთვის.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სრული სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები:
-
კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა;
-
შეთანხმებების/აქტების/ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება/ თარგმნა;
-
კომპანიის წარმომადგენლობისა და მისი ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
-
სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება/თარგმნა;
-
საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
-
უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-
უმაღლესი იურიდიული განათლება;
-
ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის მიმართულების მაღალ დონეზე ცოდნა;
-
იურიდიული მიმართულებით მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
-
ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა როგორც ვერბალურ, ისე წერით ნაწილში;
-
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟირება იურისტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.12.2019