ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ვაკანსია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცენტრის კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების ხედვის მომზადება და წარდგენა ცენტრისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის;
  • ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის;
  • კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსებისა და ბიუჯეტის შემუშავება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისთვის;
  • რესურსების და ბიუჯეტის მონიტორინგი;
  • ცენტრის თანამშრომლების კლინიკური სუპერვიზია;
  • თანამშრომლების კლინიკური ტრენინგი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესრულებისა და დისციპლინის შეფასება და ანგარიშგება;
  • შიდაგანაწესისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით;ქცევის გამოყენებითი ანალიზის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზით მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება;
  • კლინიკური სუპერვიზიის, მინიმუმ, 3-წლიანი გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ცვლილებებისადმი მზაობა;
  • კონფლიქტების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მოცემული პოზიციის დაკავება და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ყოველდღიური სამუშაო) 2017 წლის         7 თებერვლამდე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@iliauni.edu.ge. ელექტრონული წერილის ველში „თემა“ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ბანერები