ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ილიაუნის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება;
  • უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადება;
  • ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა;
  • სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება;
  • ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის გაძღოლა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება);
  • ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
  •  ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და ჩასაწერი სივრცის განათების მოწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვიდეოგადაღების ტექნიკური უნარების  ცოდნა;
  • ვიდეოოპერატორის ხედვა და უნარ-ჩვევები;
  • მონტაჟის საბაზისო ცოდნა;
  • ღონისძებების გადაღების გამოცდილება;
  • შესაბამისი პროფესიული განათლება;
  • საქმიანობიდან გამომდინარე სპეციფიკური პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • ვიდეონამუშევრების პორტფოლიო.

ქცევითი კომპეტენციები:

  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ემოციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაოს დაწყების დრო: 2024 წლის 1-ელი აგვისტო;
  • სახელფასო სარგო: 1913 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 17 ივლისის ჩათვლით CV და ვიდეონამუშევრების პორტფოლიო გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორი.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად: 

  • პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

 2024

 

ბანერები