


გრაფიკული დიზაინერის (სპეციალისტის) ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკული დიზაინერის (სპეციალისტის) ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული და ბეჭდური მასალის ვიზუალების მომზადება;
- მარკეტინგული მასალებისა და მიმდინარე ღონისძიებების დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად;
- ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება ხელით ან/და პროგრამების გამოყენებით;
- ინფოგრაფიკების შექმნაში მონაწილეობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება;
- შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება და სტამბასთან ურთიერთობა;
- უფროს დიზაინერთან კოორდინირებული მუშაობა;
- დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქმიანობიდან გამომდინარე სპეციფიკური პროგრამების Photoshop, Illustrator, (სასურველია InDesign) ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2).
ქცევითი კომპეტენციები:
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სიახლის მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა);
ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 23 აპრილის ჩათვლით გამოგზავნოთ პორტფოლიო და CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge (“subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი-სპეციალისტი“).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
2025