ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

გრაფიკული დიზაინერის (მთავარი სპეციალისტის) ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკული დიზაინერის (მთავარი სპეციალისტის) ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული / სარეკლამო მასალის (ნაბეჭდი მასალა, ვებგვერდი, სოციალური მედია) ვიზუალების შექმნა, დამუშავება; საბეჭდ ფაილებად მომზადება;   
  • ტექსტების ავტორებთან (copywriter) მუშაობა ტექსტისა და ვიზუალის ეფექტიანი შესაბამისობის შემუშავების მიზნით;   
  • საუნივერსიტეტო მასალების დიზაინის ბრენდბუქთან შესაბამისობაში მოყვანა; კონტროლი;            
  • სამუშაო პროცესის ავტომატიზებისა და ეფექტურობისთვის გარკვეული განგრძობადი სერიული ღონისძიებების (სპორტი, ლიტერატურული ციკლები, სამეცნიერო კაფე, დასაქმება და სხვა პროექტები) ვიზუალური კომპლექტების შემუშავება;  
  • ყოველწლიური ღონისძიებების (სამეცნიერო პიკნიკის, განათლების გამოფენა, კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია, ღია კარის დღე, ლიტერატურული პრემია და სხვ.) საჭირო ვიზუალებისა და ვიზუალური მასალების წინსწრებით შემუშავება;           
  • დამკვეთებთან (სამსახურებრივი ბარათების ავტორებთან) ურთიერთობა მათი სურვილებისა და მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრის მიზნით;   
  • სოციალური მედიის ჯგუფთან ეფექტური თანამშრომლობა და საინტერესო მასალების/პროდუქტების შემუშავება სოციალური მედიისთვის;           
  • მიმდინარე დავალებების შესრულება;        
  • საქმიანობის კალენდრის შექმნა;     
  • დამტკიცებული ვიზუალების დახარისხება და ეფექტური არქივის წარმოება;       
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სხვა დიზაინერთა მიერ შესრულებული სამუშაოების განხილვა და დამტკიცება;  
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დიზაინერ(ებ)ის საქმიანობის კოორდინირება, მათთვის საქმეების განაწილება და კონტროლი.   

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპეციფიკური პროგრამების Photoshop, Illustrator, InDesign  ცოდნა;        
  • მოძრავი ბანერის დიზაინის პროგრამის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2).

ქცევითი კომპეტენციები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სიახლის მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

ადგილი: თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5;

გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით;

ანაზღაურება: 2550 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 23 აპრილის ჩათვლით გამოგზავნოთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge (“subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი-მთავარი სპეციალისტი“).

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების მიხედვით  შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით. 

 2025

ბანერები