ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“.

პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება VIII-XII კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტის ეტაპები

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, სამი პრაქტიკული კურსიდან (გრაფიკული დიზაინი; Unity 3D; C#) გაივლიან ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.

მეორე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.
პროექტის მონაწილეთ საშუალება ექნებათ, შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სადისკუსიო სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტების რჩევები და რეკომენდაციები, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


პრიზი

მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. რჩეული პროექტის ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, ასევე სხვადასხვა პრიზით, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დააწესებენ.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია VIII-XII კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

  • კურსის „გრაფიკული დიზაინი“ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3rTGRnQ
  • კურსის Unity 3D სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3rLb8Fn
  • კურსის C# სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3IsWAjH

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმაო ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული;
  • თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.

პროექტის პარტნიორები


სწრაფი ბმულები კურსების შესახებ

2021 წელი

ბანერები