სემინარები
13 ივნისი, 2023
სემინარები
4 მაისი, 2023
სემინარები
18 აპრილი, 2023
სემინარი დოქტორანტებისთვისა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის „პროსპექტუსი, როგორც სადოქტორო კვლევის გეგმა“
სემინარები
20 მაისს, 13:00 საათზე, E207 აუდიტორიაში აკადემიური წერის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს გიწვევთ სემინარზე „პროსპექტუსი, როგორც სადოქტორო კვლევის გეგმა“. შეხვედრაზე განვიხილავთ პროსპექტუსის წერისა და დაცვის საკითხებს, კერძოდ:
- რა არის პროსპექტუსის მიზანი და როგორი თავისებურებები აქვს ერთი შეხედვით პარადოქსულ ტექსტს?
- არსებობს თუ არა „ჯადოსნური“ რეცეპტი პროსპექტუსის დასაწერად?
- რას მოიცავს პროსპექტუსი:
- როგორ განვსაზღვროთ საკვლევი თემა და კვლევის არეალი/აქტუალურობა?
- როგორ ჩამოვაყალიბოთ საკვლევი კითხვები/ჰიპოთეზები?
- როგორ წარმოვაჩინოთ კვლევის შეზღუდვები?
- როგორ შევადგინოთ პროსპექტუსის რუკა/სქემა და კალენდარული გეგმა?
- როგორ ავირიდოთ თავიდან ზედმეტად დეტალური ან უკიდურესად ზოგადი პროსპექტუსები?
- როგორ გავმართოთ პროსპექტუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის შესაბამისად?
შესვენება 14:30-15:00 სთ.
- როგორ მოვამზადოთ, დავხვეწოთ და წარვადგინოთ პროსპექტუსი:
- ვისთან გავიაროთ კონსულტაცია, ვის წავაკითხოთ?
- როგორ ავაწყოთ/გავმართოთ პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის შესაბამისად?
- როგორი ენით ვისაუბროთ პროსპექტუსის დაცვისას?
- როგორ დავარწმუნოთ დარგობრივი კომისია დისკუსიისას?
- რისთვის უნდა ვიყოთ მზად?
სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლები, აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის თანაშემწე, დოქტორი მარიამ იაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი შალვა ბერიანიძე.
დრო: 20 მაისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის გადმოსწვრივ
2023 წელი