ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

უსაფრთხო გზების პროექტირება – იწყება P2P ტრენინგების სესია

ახალი ამბები

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს P2P ტრენინგების ციკლს – უსაფრთხოგზების პროექტირება.

ტრენინგები განკუთვნილია:

  • ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის;
  • ტრენინგის თემატიკისთვის რელევანტურ ორგანიზაციებსა და საპროექტო სახელოსნოებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, როგორც კერძო, ისე არასამთავრობო სექტორიდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.

ტრენინგების განრიგი:

  • 20 ოქტომბერი: უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ველორბოლისთვის;
  • 3 ნოემბერი:  უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულეთათვის;
  • 17 ნოემბერი : უსაფრთხო საავტობუსე ზოლები;
  • 1 დეკემბერი: უსაფრთხო წრიული გზაჯვარედინები;
  • 15 დეკემბერი: უსაფრთხო სიგნალიზირებული გზაჯვარედინები;

სერტიფიკატი:

ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც 5 შემოთავაზებული ტრენინგ-სესიიდან მინიმუმ 3-ს დაესწრება.

ტრენინგზე რეგისტრაცია:

გაგზავნეთ მოთხოვნა მეილზე TG.Heinemann@Tbilisi.gov.ge

გთხოვთ, მიუთითოთ: სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, სტატუსი, დასაქმების ადგილი;

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრეინინგი ჩატარდება: 16:00 საათიდან 20:00 საათამდე

ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა.

2022 წელი

ბანერები