ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგკურსი: „ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით - „ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში“. დაიგეგმება სამი შეხვედრა. სამუშაო დრო შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან.

ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, ძიძების, ბაღის მასწავლებლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის (ბებია, ბაბუა ან რომელიმე სხვა ახლო ნათესავი). ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები, რაც გულისხმობს გამამხნევებელ აქტივობებს (ენერჯაიზერებს), ჯგუფურ სამუშაოებს, თამაშებს, მოკლე სალექციო/თეორიული კურსის წაკითხვას/გაცნობას, საკითხავი მასალისა და დავალებების მიწოდებას მონაწილეებისათვის.

პროგრამის მიზანი:

მეურვისთვის/მშობლისთვის თამაშის მნიშვნელობის გაცნობა, ბავშვის ასაკისა და განვითარების სფეროს შესაბამისი თამაშების სწავლება, თამაშის დროს მშობლის როლის განსაზღვრა, შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:

  • თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური და მეტყველების განვითარება);
  • სათამაშოები და მათი როლი ბავშვის განვითარებაში;
  • ასაკობრივი ნორმის შესაბამისი თამაშები;
  • მშობლის როლი თამაშის დროს.

ტრენინგკურსის მომზადებას ხელმძღვანელობს:

ნატა მეფარიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, პრაქტიკული მუშაობის 17-წლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგ-კონსულტანტი

ტრენინგკურსი მოამზადეს და წარუძღვებიან:

თეო კობახიძე - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 6-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი

მარიამ გორგოშიძე - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 6-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი

ანა თუნიაშვილი - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი

✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სთ

✔ ღირებულება: 200 ლარი

✔ პირველი შეხვედრის დღე: 29 ოქტომბერი

თუ გსურთ კურსის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/fDFEOnNvZKW3YHMp1

რეგისტრაციის ბოლო ვადა : 25 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები