ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგკურსი „მუსიკალური ფორმის ანალიზი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი გამართავს ტრენინგს „მუსიკალური ფორმის ანალიზი“.

კურსის მიზანია მისცეს მსმენელს მუსიკალური ფორმის ძირითად სახეობათა თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის პრაქტიკული უნარი.

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას აკადემიური მუსიკის მუსიკალური ფორმების სახეობებსა და მათ თავისებურებებზე, კერძოდ, რას წარმოადგენს მუსიკალური ფორმა და სტრუქტურა; რა ელემენტებისგან შედგება მუსიკალური სინტაქსი; რა ხერხებით ვითარდება მუსიკალური მასალა; რა მუსიკალური ფორმები ახასიათებს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას, რა კანონზომიერებებით ხასიათდება ესა თუ ის მუსიკალური ფორმა და სხვ.

ტრენერი

ქეთევან შენგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მუსიკის ცენტრის ლექტორი, საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი

ტრენინგი დაიწყება 15 მარტს და მოიცავს 28 საკონტაქტო საათს (6 საათი – ლექციები, 12 სთ – სემინარები, 10 საათი – შუალედური და დასკვნითი შეფასება).

ტრენინგები გაიმართება დისტანციურად კვირაში 2 დღე, პარასკევს – 18:00 საათზე, შაბათს – 15:00-ზე.

ფასი: 180 ლარი

რეგისტრაციისთვის საჭიროა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება ბმულზე: https://bit.ly/3UGVkPM

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 5 მარტი, 18:00 საათი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

სამუშაო ენა: ქართული

2023 წელი

ბანერები