ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგკურსი: ფსიქოლოგიური შეფასება - ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი

ახალი ამბები

2016 წლის 2-5 ივლისს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს: „ფსიქოლოგიური შეფასება - ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი“.

ტრენინგკურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ რთული ქცევის მქონე პირებთან.
ტრენინგკურსზე გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები: თეორიული კურსის წაკითხვა, პრაქტიკული დავალებების შესრულება ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ვიდეომასალის განხილვა, საშინაო დავალების მომზადება, ტესტირება ტრენინგის დასასრულს. რიდერებისა და დავალებების მიწოდება მონაწილეებისათვის.

პროგრამის მიზნები:

  • სპეციალისტებისთვის ქცევაზე დაკვირვების და მონაცემების დაფიქსირების ტექნიკების გაცნობა/სწავლება;
  • ქცევის ფუნქციური ანალიზის მნიშვნელობის განმარტება;
  • იმ მეთოდების სწავლება, რაც საჭიროა ფუნქციური ანალიზის ჩატარებისთვის;
  • მონაცემების დათვლის პრინციპების სწავლება.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემები:

  • ქცევაზე დაკვირვების ტექნიკები;
  • დაკვირვების მეთოდები, ჩაწერის სახეები;
  • ქცევის ფუნქციური ანალიზის რაობა და ჩატარების პრინციპები;
  • ქცევის გაზომვის პროცედურები;
  • მონაცემთა ვიზუალური ანალიზი.

ტრენინგკურსი მოამზადეს და ხელმძღვანელობენ:

სალომე მაზმიშვილი - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.

თამარ სეხნიაშვილი - რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომელი, აუტიზმის ცენტრის ქცევითი თერაპევტი, ქცევის გამოყენებითი ანალიზის BCaBA დონის დისტანციური სწავლების სრული კურსის კურსდამთავრებული.

✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 20 საათი
✔ ღირებულება: 350 ლარი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/R1ONT4
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 ივნისი

დრო: 2-5 ივლისი; 10:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები