ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგი „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ასისტენტის მხარდაჭერა სკოლამდელ დაწესებულებაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „სსსმ ბავშვის ასისტენტის მხარდაჭერა სკოლამდელ დაწესებულებაში“.

ტრენინგი განკუთვნილია ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე ან მუშაობის მსურველი პირებისათვის.

პროგრამის მიზანი:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ინდივიდუალურმა ასისტენტმა შეძლოს ბავშვის მხარდაჭერა საქმიანობის დროს;
  • ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი უფლება-მოვალეობისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ.

ტრენერები:

  • თამარ ლომიძე, ჯგუფური თერაპიის სუპერვიზორი, ქცევითი თერაპევტი, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ქართული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი;
  • სალომე მინდორაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" კურსდამთავრებული, ABA სუპერვიზორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი.

 ტრენინგის ხანგრძლივობა: 25 სთ.

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების დრო: 18 მარტი, 2024 

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე https://forms.gle/DMJs8KqbSf1822626

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 მარტი, 2024

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2024

ბანერები