ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგი: ინკლუზიური განათლების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკით

ახალი ამბები

2016 წლის 19-20 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ინკლუზიური განათლების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკით“.

ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ნორსჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორები, რიჩარდ როსი და ბრენა ფაროუ.

ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროსთვის სპეციფიკური კვლევითი მეთოდოლოგიის მიმოხილვას, განკუთვნილი იყო ლექტორებისთვის, მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისთვის, ვინც მუშაობს განათლების სფეროში და მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას განათლების ყველა დონეზე.

მომხსენებელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები