ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგების ციკლი „პოზიტიური მშობლობის სკოლა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი 2016 წლის 25 ივნისიდან 16 ივლისამდე, ყოველ შაბათს, 12:00 -დან 15:00 საათამდე ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით - პოზიტიური მშობლობის სკოლა“.
ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი).

ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები, რაც გულისხმობს გონებრივ იერიშს, ჯგუფურ სამუშაოებს, მოკლე სალექციო აქტივობებს, რიდერებსა და საშინაო დავალებების მიწოდებას მონაწილეებისათვის. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებისა და ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები.

პროგრამის მიზანია: ბავშვთან ურთიერთობის გაუმჯობესება; ბავშვის ქცევის მართვის სტრატეგიების გაცნობა, სასურველი ქცევების გამომუშავებისა და არასასურველი ქცევების შემცირების ტექნიკების შესწავლა.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:
▶ პოზიტიური პრაქტიკა: სასურველი ქცევის შექება, ალტერნატივების წახალისება და დაგეგმილი იგნორირება;
▶ ქცევის შეფასება; ქცევის შეცვლა ABC-ს გამოყენებით;
▶ ჟეტონების სისტემა (როგორ არ ვივაჭროთ ბავშვთან); სწორი მითითებების გამოყენება და წინასწარ განსაზღვრული რუტინები;
▶ პრობლემის გადაჭრა.

ტრენინგკურსი მოამზადეს და ხელმძღვანელობენ:

თინათინ ჭინჭარაული - ფსიქოლოგიის დოქტორი, სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით; ბავშვის განვითარებისა და განვითარების დარღვევების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილებით

ნატა მეფარიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, მუშაობის 17-წლიანი გამოცდილებით

ტრენინგი ჩატარდება ემოხსენებული პირების სუპერვიზიით.

ტრენინგს გაუძღვებიან:

თამარ ფაცაცია - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, „წითელი ჯვრის“ მოხალისე ფსიქო-სოციალური დახმარების მიმართულებით

ანა ჭიღვარია - ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“( GIP) ფსიქოტრავმატოლოგი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ფსიქოლოგი, რეაბილიტაციის ცენრტი GCRT

სოფიო ფოცხვერაშვილი - ფსიქოლოგიის ბაკალავრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ წევრი, პროექტების კოორდინატორი

✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 10 სთ
✔ ღირებულება: 250 ლარი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/aKOQaF

რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 19 ივნისი

დრო: 25 ივნისი - 16 ივლისი, 12:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი ( ჭავჭავაძის გამზ.#32)

ბანერები