ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

The moon camp challenge 2023

ახალი ამბები

26 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ კურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023. კურსზე შესაძლებლობა გექნებათ, სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.

მონაწილეებს შემდეგი სფეროების – სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ. – გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციურ დასახლებათა აწყობა.

საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2023 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით.

კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.

Moon Camp Challenge სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. კურსის მონაწილენი, 13-დან 19 წლამდე, მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ

  • შექმნან დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.

გარდა ამისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებისთვის გამართავენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

13-დან 19-წლამდე მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მეტად განვითარების სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6 კაცი

კურსის სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/SxQMZ1Fi7hoyBUE87

მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 15 აპრილამდე, ყოველ შაბათ-კვირას.

საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 17 თებერვალს, 19:00 საათზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/CSNwGiNDntetW6ht7

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

2023 წელი

ბანერები