ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ტრენინგკურსი ილიაუნის პროფესორებისა და მასწავლებლებისთვის

ახალი ამბები

კურსის მიზანია უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი მოამზადოს ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს კონკრეტული აპლიკაციების სასწავლო კურსებში ინტეგრირება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება, როგორ გამოიყენოს აპლიკაციები: Camtasia, Canva Infographic, H5P. ეს პროგრამები გამოიყენება სასწავლო რესურსის მოსამზადებლად, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტურ თუ გრაფიკულ ფორმატში.

კურსი საინტერესო იქნება ყველა იმ მასწავლებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად გამოიყენონ ონლაინინსტრუმენტები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შესთავაზონ განსხვავებული აქტივობები.

ტრენინგი გაიმართება 15 და 22 ნოემბერს, 14:00-16:00 სთ., E-205 აუდიტორიაში.

სამუშაო ენა ქართული, სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური პროექტის „დისტანციური სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში.

კურზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3m1zvqbKS7Qrdbck8

ტრენერები:

  • ეკა ჯელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი
  • გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი
  • ანა კობახიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი
  • ლევან კვარაცხელია, ასისტენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

2022 წელი

ბანერები