ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სკოლამდელი ინკლუზიური განათლება − პროგრამაზე მიღება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე: სკოლამდელი ინკლუზიური განათლება.

მიღება ცხადდება ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და მათთვის, ვისაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ინკლუზიური განათლების პრინციპები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტური სტრატეგიები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ლექციები ჩატარდება 2025 წლის 20 თებერვლიდან.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/UJJr4tAKAzx4Rvd59

სწავლის საფასური კურსზე: 290 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2025

 

ბანერები