


ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (21 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ქცევითი თერაპევტებისთვის;
- ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის;
- ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები
გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.
ტრენერი
გულიკო მერებაშვილი, ფსიქოლოგი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის“ მონაწილე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 4 მარტი
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი
შეხვედრების განრიგი იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/4wChC
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/NuUV1T8qZPH2gKeRA
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2025