


მიღება აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე აზერბაიჯანულენოვანი მსმენელისთვის
ახალი ამბები
აზერბაიჯანულენოვანი მსმენელისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.
ტრენინგი წარიმართება ქართულ ენაზე და სინქრონულად ითარგმნება აზერბაუჯანულ ენაზე.
2021 წლიდან ილიაუნი ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.
ტრენინგს გამართავენ კონკურსით გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში. ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საკონტაქტო საათს.
მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
პროგრამის ძირითადი თემები:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
- ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.
ლექციები გაიმართება 4 მარტიდან დისტანციურად
- მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე:
კურსზე სწავლის საფასური: 550 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2025