ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლიდან აღნიშნული მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

ტრენინგს ჩაატარებენ ამავე კონკურსის მიერ გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.

ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით და ასევე პირისპირი ფორმატითაც;

მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ- პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის დაწყებაში.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული: მოიცავს 66 საკონტაქტო საათს.

მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.

ძირითადი თემები, რომლებსაც მოიცავს პროგრამა:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები
  2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი

ლექციები ჩატარდება 4 მარტიდან სამუშაო დღეებში, დისტანციურად ან პირისპირ ფორმატით.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/5rpmhqfVMzpotA789

სწავლის საფასური კურსზე: 450 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2025

ბანერები