ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ÖSD-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა გერმანულ ენაში

ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გთავაზობთ ÖSD-ს მორიგ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს გერმანულ ენაში A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივ დონეებზე.

წერითი გამოცდა ცალკეული ჯგუფების მიხედვით  ჩატარდება 2017 წ. 25-26  ნოემბერს, ზეპირი გამოცდა – 27-29 ნოემბერს. გამოცდები გაიმართება ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (მის.: გ. წერეთლის ქ. №3, V სართ., S507).

საგამოცდო გადასახადი  განსხვავებულია დონეების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია შეღავათები ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები და თანამშრომლები) კანდიდატებისთვის.

ექსტერნი კანდიდატებისათვის
A1: 50 ევრო
A2: 55 ევრო
B1: 70 ევრო
B2: 80 ევრო
C1: 90 ევრო
C2 (ეკონომიკური გერმანული):100 ევრო

ინტერნი კანდიდატებისათვის
A1: 40 ევრო
A2: 45 ევრო
B1: 50 ევრო
B2: 60 ევრო
C1: 70 ევრო
C2 (ეკონომიკური გერმანული):80 ევრო

რეგისტრაცია:
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს facebook-ის (https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi) ან ელფოსტის (osd.tbilisi@iliauni.edu.ge ) საშუალებით ან მისამართზე: გიორგი წერეთლის ქ.№3, S-505 (ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 სთ.).

რეგისტრაცია გაგრძელდება 2017 წლის 25 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეგისტრაციო ანკეტის შევსება, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა ან სკანირებული სახით ელფოსტის ან facebook-ის საშუალებით გამოგზავნა. თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული სავალუტო კურსის შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 302007700
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

Au- Pair პროგრამით ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!

ÖSD A1 სერტიფიკატი შეტანილია გერმანიის საელჩოს სავიზომო თხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატთა ნუსხაში. 
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ:მობ.: 577553343; 551500756

https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi, osd.tbilisi@iliauni.edu.ge

ბანერები