ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

საუნივერსიტეტო სერვისების საორიენტაციო ონლაინტრენინგი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას საუნივერსიტეტო სერვისების საორიენტაციო ტრენინგებზე.

ტრენინგზე, რომელიც გაიმართება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის, განიხილება შემდეგი საკითხები:

  • საბიბლიოთეკო სერვისები და რესურსები; სამეცნიერო ბაზები, პლატფორმა Eprint და ელ კატალოგი;
  • სასწავლო პლატფორმა elearning.iliauni.edu.ge; პლაგიატი;
  • არგუსი და სასწავლო პროცესი.

ტრენინგის ხანგრძლივობა – 2 საათი

შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი და დარეგისტრირდეთ ბმულზე https://bit.ly/3IXHnrR

რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს.

ტრენერები:

თეო ყაველაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი;
გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;
ირინა ბაზღაძე, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი.

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი: დისტანციური

დრო:

  • 9 მარტი, 11:00 საათი
  • 10 მარტი, 17:00 საათი

2023 წელი

 

ბანერები