ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

ახალი ამბები

მედიის განვითარების ფონდი (MDF) „დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით იწვევს ახალგაზრდებს „მითების დეტექტორის ლაბორატორიის“ მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არაჟურნალისტებისთვის.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  • მედიაწიგნიერება: როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკული შეფასება, მედიასაკუთრება და გამჭვირვალობა და სხვ.;
  • ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო; ტროლების ამოცნობა;
  • მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. ტრენინგები შაბათობით ჩატარდება, ხოლო სტაჟირება გულისხმობს სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას „მითების დეტექტორის“ ვებგვერდზე კვირის განმავლობაში. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები http://www.mythdetector.ge-ზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები, ჟიური კი 4 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გამოავლენს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. სპეციალური პრიზის მფლობელი „დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაღონისძიებაზე გაემგზავრება, ხოლო I - III ადგილზე გასული ნაშრომების ავტორები სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად ციფრულ ტექნიკას მიიღებენ.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს 18-25 წლამდე;
  • ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველწყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/

ასევე გამოგზავნეთ:

  • სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას;
  • დეტალური რეზიუმე (CV).

დამატებითი მასალები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge

დოკუმენტის გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: „მითების დეტექტორის ლაბორატორია".

შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 თებერვალი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელ.: 2 11 20 26.

ბანერები