ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ - ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებლად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება, აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“.

პროგრამა აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ (N51404 BCBA 5th Edition).

7 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიტიკოსის საფეხურის შესაბამის თეორიულ ცოდნას.

პროგრამა განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისა და მათთვის, ვინც სწავლობს სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

სწავლის დაწყების თარიღი: 2023 წლის დეკემბერი

ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი); სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე 600 ლარია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/e2hy3CSdzyDfg8yj7

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 389 435

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი.

 2023 წელი

ბანერები