ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის მოსამზადებლად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის მოსამზადებლად.

პროგრამა განკუთვნილია ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება.

პროგრამა აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ (#51404 BCBA 5th Edition).

5 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სერტიფიკატს.

პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისთვის.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

სწავლის დაწყების თარიღი: 2023 წლის დეკემბერი

ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი) სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე: 600 ლარი
რეგისტრაციისთვის გადადით: https://forms.gle/8QSnhg8SpKXzhUh96

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 389 435

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

2023

ბანერები