ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს, რომელიც განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), რომელთაც, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, შეხება აქვთ ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან. 

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა   დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, შერწყმულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ კომპონენტთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

შეისწავლება შემდეგი მოდულები:

I მოდული

SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი

II მოდული

ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს, რაც გადანაწილდება 4 კვირის განმავლობაში (04.02.17-26.02.17). მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას, 18:00-დან 21:00 საათამდე.

ღირებულება: 350 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 იანვარი, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC)
ტელ: (+995) 555 71 38 77
ელფოსტა: pprtc@iliauni.edu.ge
ვებგვერდი: www.pprtc.iliauni.edu.ge
Facebook-გვერდი: PPRTC
მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 105
თბილისი 0162, საქართველო

ბანერები