ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო კურსი „მონაცემთა ანალიზი MS EXCEL-ის გამოყენებით“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლა გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის სერტიფიკატს.

ვისთვის არის ეს კურსი?

მათთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს ექსელის დახმარებით, თუმცა სურს, სრულად გამოიყენოს მისი შესაძლებლობები.

რას ისწავლით?

  • სწრაფ მუშაობას ექსელში მაუსის გარეშე;
  • Array ფორმულებსა და Sumproduct ფუნქციას;
  • დაკავშირებისა და რეფერირების ფუნქციებს;
  • დინამიკურ ცხრილებსა და გრაფიკებს;
  • პროგრამებს Power Pivot და Power Query;
  • What If ანალიზსა და სცენარების მენეჯმენტს;
  • Solver
  • მონაცემთა ანალიზის პაკეტს (Data Analysis Toolkit);
  • სტატისტიკურ ანალიზს;
  • ფინანსურ ანალიზსა და მოდელირებას;
  • მონაცემთა ვიზუალიზაციას;
  • პროცესების ავტომატიზაციას Macro-ს გამოყენებით;
  • შესავალს VBA-ში.

რას გთავაზობთ?

  • წიგნს ქართულად, რომელშიც დეტალურადაა განხილული შესასწავლი მასალა;

  • ექსელის სავარჯიშო ფაილებს, რომლებზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ და შემდეგაც გამოგადგებათ პრაქტიკაში;

  • სწავლაზე ორიენტირებულ კომფორტულ გარემოს ვაკის პარკთან მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში;

  • კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ ექსელში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და არიან ექსელის ქართული წიგნის ავტორები;

  • გაუმჯობესებულ კარიერულ შესაძლებლობებს.

ტრენერები, ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის ლექტორები:

რეზო ბერაძე (კურსები: ფინანსები, ეკონომიკა, ექსელი)

ირაკლი გაბრიაძე (კურსები: სტატისტიკა, ეკონომიკა)

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა:
ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტმა იცის:

  • ექსელის ინტერფეისის მორგება;

  • საბაზისო ფორმულების (sum, average, count, if, and) გამოყენება;

  • მარტივი გრაფიკების აგება.

იმისთვის, რომ განისაზღვროს ექსელის ცოდნის დონე, სტუდენტმა უნდა დაწეროს წინასაკურსო საკვალიფიკაციო გამოცდა.

ტრენინგის განრიგი:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ოქტომბერი;

  • წინასაკურსო საკვალიფიკაციო დავალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი;

  • ტრენინგის დასაწყისი: 15 ოქტომბერი;

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა (12 შეხვედრა, თითოეული 2-საათიანი, ჯამში 24 საათი), კურსის შემდგომი 1 კვირა გათვალისწინებულია პროექტისა და გამოცდისთვის მოსამზადებლად;

  • ტრენინგების პერიოდულობა: სამშაბათი და ხუთშაბათი;

  • ჩატარების დრო: 19:00-21:00;

  • ჩატარების ადგილი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5 (ვაკის პარკის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E205 აუდიტორია.

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი (Excel 2019-ის წიგნი ქართულ ენაზე გადმოგეცემათ უფასოდ).

კურსის საფასური მსმენელმა უნდა გადაიხადოს 2019 წლის 14 ოქტომბრამდე.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ლინკსhttps://bit.ly/2mknwNw

ბანერები