ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

„სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა“ – მიღება კურსზე

ახალი ამბები

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებენ კონკურსს სასერტიფიკატო კურსზე „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

კურსის  მიზანი

სასერტიფიკატო კურსი  საშუალებას მისცემს მსმენელებს, გაიღრმავონ ცოდნა კანონის უზენაესობისა და კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოშობის, განვითარებისა და მათ წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევების შესახებ.  შედარებითი და ინტერდისციპლინური პერსპექტივების დახმარებით, კურსის თემები განხილული იქნება გლობალურ კონტექსტში.

კურსი მონაწილეებს მისცემს კონცეპტუალურ ცოდნას და შესძენს ანალიტიკურ უნარებს, რაც მათ დაეხმარება სიღრმისეულად შეისწავლონ ის სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომლებიც აყალიბებენ უფლებებს და განაპირობებენ კეთილდღეობაზე (არა)თანაბარ ხელმისაწდვომობას.

კურსი აერთიანებს  სამართლისა და სოციალური მეცნიერების დისციპლინების სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რითაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა  და ცოდნის გაცვლას.

 
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ბმულებზე: https://bit.ly/3mda8Jv , https://bit.ly/3YcdppY

კურსზე დაშვების წინაპირობები

სასერტიფიკატო კურსზე დაიშვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მუშაობის, საჯარო ადმინისტრირების (ან სხვა მონათესავე დარგის) სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (როგორც წერის, ასევე ზეპირი მეტყველების უნარებს).

კურსის ხანგრძლივობა – 14 კვირა

კურსის საფასური – სტუდენტებისთვის კურსი უფასოა და ხარჯებს სრულად ფარავს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროექტი „Just Society”

დრო და ადგილმდებარეობა – კურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ პირველი ორი შეხვედრა ჩატარდება ადგილზე, სააუდიტორიო შეხვედრების ფორმატში.

კურსზე რეგისტრაცია  ბმული:https://forms.gle/hiTNhysL9khDFozX7

კურსზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი

მონაწილეთა შერჩევა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

პოტენციურ მსმენელებთან გასაუბრება ჩატარდება 16-22 მარტის პერიოდში.

სერტიფიკატის გაცემა

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა  სამხრეთ დანიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი  სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ppdc@iliauni.edu.ge

 2023

ბანერები