ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

საინფორმაციო ტრენინგი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის

ახალი ამბები

5-6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გამართავს საინფორმაციო საორიენტაციო ონლაინტრენინგს.

დღის წესრიგი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანთა მისალმება;
  • განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები გააცნობენ ინფორმაციას სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობათა შესახებ;
  • არგუსი და სასწავლო პროცესი;
  • პლაგიატი, ელექტრონული სწავლების პორტალი, საბიბლიოთეკო სერვისები.

ტრენინგს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი და არგუსის მთავარი ადმინისტრატორი ირინა ბაზღაძე.

ტრენინგნზე დასწრების მსურველებმა, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე და გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

სამუშაო ენა: ქართული

დრო:

  • 5 მარტი, 17:00-19:30 საათი
  • 6 მარტი, 11:00-13:30 საათი

2024

 

 

ბანერები