ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“.

სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.
პროგრამის მიზანია სპეციალისტების გადამზადება აუტიზმის სპექტრისა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისადმი (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

ტრენინგს გამართავენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სუპერვიზორი;
  • ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი;
  • თათია მორჩაძე, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი.

პროგრამა აერთიანებს თეორიულსა და პრაქტიკულ მეცადინეობას.

ხანგრძლივობა: 1 თვე (45 საკონტაქტო საათი)

ფორმატი: ჰიბრიდული

პროგრამის დაწყების თარიღი: 8 აპრილი

ტრენინგის ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 აპრილი

6 აპრილს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3TzhzY2

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2023 წელი

ბანერები