ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“.

  • სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.
  • პროგრამის მიზანია სპეციალისტების გადამზადება აუტიზმის სპექტრისა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს

ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისადმი (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე, საკონტაქტო საათების რაოდენობა – 45 საათი, პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სუპერვიზორი სალომე მინდორაშვილი;
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი ანი შაყულაშვილი;
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი თათია მორჩაძე.

ფორმატი: შერეული 

პროგრამის დაწყების თარიღი: 8 ნოემბერი, 2022 წელი

საინფორმაციო შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან გაიმართება 2 ნოემბერს.

პროგრამის ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3MMruq2

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2022 

ბანერები