ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

როგორ ვიმუშაოთ ლაზერულ მჭრელთან - პრაქტიკული კურსი ილიაუნის ფაბლაბში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni) 2016 წლის 16 მარტიდან იწყებს ლაზერულ მჭრელთან მუშაობის პრაქტიკულ კურსს, რომლის გავლა სრულიად უფასოდ შეეძლება ნებისმიერ მსურველს. ლაზერულ მჭრელი თანამედროვე დანადგარია, რომელიც უამრავი შესაძლებლობას ხსნის. მასზე, ქაღალდის, ხის, ტყავის, ორგანული მინის თუ სხვა მასალების გამოყენებით, არაერთი ნივთის - დეკორატიული აქსესუარებისა თუ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების - შექმნაა შესაძლებელი.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი

უფასო სასწავლო კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შექმნას რაიმე ახალი, საინტერესო და სასარგებლო; აქვს იდეა და სურვილი, იცნობდეს ახალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე დანადგარების შესაძლებლობებს ან, უბრალოდ, სურს, ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი.

კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • რა არის ლაზერული მჭრელი?
  • რის გაკეთება შეიძლება ლაზერული მჭრელით?
  • რა სახის ბიზნესპროდუქტი შეგვიძლია შევქმნათ მისი გამოყენებით?
  • როგორ შეგვიძლია იდეა ვაქციოთ ჯერ პროექტად და შემდეგ ბიზნესად?

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/GRXNDD

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროგრამის სილაბუსი

დღე 1

➔      ლაზერული მჭრელის მუშაობის პრინციპების გაცნობა
➔      ლაზერული მჭრელის ტექნიკური მახასიათებლების, ნაწილებისა და კომპონენტების შესწავლა
➔      სამართავი (ბეჭდვითი) პანელის შესწავლა, მომზადება უსაფრთხო ბეჭდვისთვის                                     

დღე 2

➔     Corel Draw-ს ზოგადი მიმოხილვა - ჭრა-გრავირების პრინციპები
➔     Corel Draw-ს ძირითადი შესაძლებლობების გაცნობა პრაქტიკულ მაგალითზე

დღე 3

➔     ლოგოს აწყობა/ამოღება JPG, PNG და ა.შ ფორმატებიდან. Adobe Illustrator-ის კომბინაცია Corel Draw-თან
➔     კრეატიული აზროვნება

დღე 4

➔      123 მოდელირების ტექნიკების გაცნობა

დღე 5

➔     პრაქტიკული სამუშაო, ფაილების დატესტვა ლაზერულ მჭრელით, ხეზე, ორგანულ მინაზე. Color Mapping-ის შესწავლა (დასერვა, ჭრის კომბინაცია)
➔     როგორ დავიწყოთ ბიზნესი

დღე 6

➔     სხვადასხვა პროდუქტის შესაქმნელად სტერეომეტრიული ფიგურების შექმნა (Booxmaker-ის გამოყენება) (ლაზერული მჭრელი)
➔     დავალება: ზარდახშის აწყობა

დღე 7

➔     დრეკადი ეფექტის, მოხრის ეფექტის ფუნქცია (ლაზერი)
➔     დავალება: წიგნის ყდის აწყობა

დღე 8

➔     Bitmaps ფუნქციით ფაილების მომზადება და დამუშავება
➔     Web რესურსები, მზა ფაილები ლაზერისთვის (ლაზერი)

დღე 9

➔     სურათის გადატანა ხეზე - პრაქტიკული სამუშაო. ჩარჩოს გაკეთება სურათისთვის, ჩარჩოზე მატერიალის დადება

დღე 10

➔     კრეატიული აზროვნება
➔     როგორ დავიწყოთ ბიზნესი ?

დღე 11

➔     საშინაო დავალება: კონკრეტული პროდუქტის დიზაინის შექმნა

დღე 12

➔     შესრულებული სამუშაოს გასწორება და მომზადება ლაზერზე გასაშვებად

დღე 13

➔     ლაზერის სამართავი პანელის შესწავლა
➔     მარტივი ტექნიკური სერვისის შესწავლა

დღე 14

➔     დამზადებული ფაილების ლაზერულ მჭრელზე გაშვება


ბანერები