ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

რეგისტრაცია ტრენინგზე VB-MAPP

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „ვერბალური ქცევის შეფასება და ჩარევის ძირითადი პრინციპები“.

ტრენინგი განკუთვნილია ქცევითი თერაპევტების, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისა და ენისა და მეტყველების განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტებისთვის.

ტრენინგის მონაწილეები:

  • გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
  • ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.

ტრენერი თამარ გვალია, MA ფსიქოლოგიაში, BCBA, რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი, სუპერვიზორი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების დრო: 01.12.2022

ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3OhlvKl

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2022 წელი

 

ბანერები