ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

რეგისტრაცია ტრენინგზე „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“

ახალი ამბები

პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მასწავლებლებისთვის გამართავს ტრენინგს „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.

კურსის მიზანია უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ კონკრეტული აპლიკაციების სასწავლო კურსებში ინტეგრირება.

კურსი საინტერესო იქნება იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად გამოიყენონ ონლაინინსტრუმენტები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შესთავაზონ განსხვავებული აქტივობები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს შემდეგი აპლიკაციები: Lingt; Google Jamboard, Deagrams Net; Moodle H5P – Crossword, Accordion. ამ პროგრამებს იყენებენ სასწავლო რესურსის მოსამზადებლად როგორც ვიდეო, ასევე ტექსტურ თუ გრაფიკულ ფორმატში.

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური პროექტის „დისტანციური სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში.

სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენერები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორები: ეკა ჯელაძე, გიგა ხოსიტაშვილი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://bit.ly/3KfPmDg

ტრენინგი გაიმართება 24 და 27 თებერვალს, 15:00-17:00 სთ. (დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ ზუმის ბმულს).

სამუშაო ენა: ქართული

2023 წელი

ბანერები