ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

რეგისტრაცია ტრენინგზე „სტუდენტთა აქტიურობის შეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „სტუდენტთა აქტიურობის შეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები“.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან:

  • სტუდენტთა აქტიურობის შეფასების მეთოდების მოდიფიკაციის საჭიროებასა და უკუკავშირის მნიშვნელობას შერეული სწავლების (Blended Learning) პირობებში;
  • განსხვავებას განმავითარებელსა და შემაჯამებელ შეფასებებს შორის;
  • თვითშეფასების, კოლეგიალური შეფასებისა და მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი შეფასების მეთოდებს;

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოსინჯონ ონლაინხელსაწყოები (Forum, Choice, Feedback, Glossary, Quiz), რომლებიც გამოადგებათ სტუდენტთა აქტიურობის შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ონლაინდავალებების შესაქმნელად სასურველია, თან გქონდეთ ლეპტოპი ან პლანშეტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირებული იყოთ ელექტრონული სწავლების პორტალზე elearning.iliauni.edu.ge.

ტრენერი – ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი

მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ტრენინგზე: https://forms.gle/GKmhPnEhYnpvdaMYA

7 ნოემბერი 14.00 საათი

ტრენინგი ჩატარდება ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკაში – S 507 ოთახი, გ. წერეთლის ქუჩა N1

2023 წელი

ბანერები