ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

პროექტი უნიკურსი – მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე

ახალი ამბები

კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს მიღებას პროექტ „უნიკურსის“ შემოდგომის სემესტრის ნაკადზე.

პროექტის შესახებ

უნილაბის პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. მონაწილენი დაესწრებიან როგორც პირისპირ, ასევე ონლაინშეხვედრებს.

უნიკურსი აერთიანებს ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებს. ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მსმენელები ასევე შეძლებენ შეკითხვის დასმას Google Classroom-ის დახმარებით. მათ შეკითხვებს უპასუხებენ მენტორები ან, საჭიროების შემთხვევაში, ლექტორები.  გათვალისწინებულია ვორკშოფებიც, რომლებზეც სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.

კურსების ჩამონათვალი:

  • ციფრული კომუნიკაციები
  • Front-end (HTML, CSS)
  • Python დეველოპმენტი
  • ICT პროექტების მართვა

პროექტის ეტაპები

I ეტაპი

პროექტის პირველ ეტაპზე გამოცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმას: https://cutt.ly/SwOxZ26x

პირველი ეტაპის ხანგრძლივობა 2 კვირაა.

II ეტაპი

გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა, რომელზეც  მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კურსისა და მისი ეტაპების შესახებ, Google Clasroom-ის მუშაობის პრინციპებს. კურსის მენტორი გადარჩეულ მონაწილეებს დაარეგისტრირებს Google Classroom-ში.  მონაწილეებს ექნებათ წვდომა ლექციის ჩანაწერებსა და დავალებებზე და შესაძლებლობა დასვან შეკითხვები, მიიღონ კონსულტაცია Google Classroom-ში.

III ეტაპი

უნილაბში გაიმართება კურსის შემაჯამებელი ჰიბრიდული ვორკშოფი მასზე დასწრება ონლაინაც იქნება შესაძლებელი;

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.


კურსების სააპლიკაციო ფორმა

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი  მიმართულება და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://cutt.ly/SwOxZ26x

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 14 დეკემბერი, 23:59

დამატებითი ინფორმაციისთვის 

 2023

 

ბანერები