ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

პრაქტიკა ქცევის გამოყენებით ანალიზში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „პრაქტიკა ქცევის გამოყენებით ანალიზში“. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის განხორციელებაში და სუპერვიზიით გამოიმუშაონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • სუპერვიზიის ქვეშ დაეუფლონ ქცევაზე დაკვირვებისა და ქცევის გაზომვის სხვადასხვა მეთოდს, ისწავლონ რთული ქცევის მართვის სტრატეგია და ახალი უნარების გამომუშავების ტექნიკა.
  • განვითარების დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისთვის (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე

საკონტაქტო საათების რაოდენობა: 60

პროგრამა განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ან უკვე მუშაობენ აუტიზმის სპექტრის ან ფსიქიკური განვითარების სხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოს ან მედიცინის სფეროში და გავლილი ჰქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო თეორიული კურსი (სულ მცირე 40 საათის მოცულობით).

ღირებულება: 770 ლარი

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VUh7uk5dj1Z6Stn18

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 30 30 25

2023 წელი

ბანერები