ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

პოზიტიური მშობლობის სკოლა - ტრენინგკურსი ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი 19 მარტიდან, ყოველ შაბათს, 12:00 საათზე იწყებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით - „პოზიტიური მშობლობის სკოლა“. ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, პაპა ან სხვა ახლო ნათესავი). ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელი წინაპირობაა, სულ მცირე, ერთი ბავშვის ყოლა.

ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები, რაც გულისხმობს გამამხნევებელ აქტივობებს (ენერჯაიზერებს), თამაშებს (name- game-ები); გონებრივ იერიშს, ჯგუფურ სამუშაოს, მოკლე სალექციო კურსებს, რიდერებსა და საშინაო დავალებების მიწოდებას მონაწილეებისათვის. კურსის დასრულების შემდეგ მშობელს ექნება პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებისა და ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები.

პროგრამის მიზანია: შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება; ბავშვის ქცევის მართვის სტრატეგიების გაცნობა, სასურველი ქცევების გამომუშავებისა და არასასურველი ქცევების შემცირების ტექნიკების სწავლა.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი მთავარი თემებია:

  • პოზიტიური პრაქტიკა: სასურველი ქცევის შექება, ალტერნატივების წახალისება და დაგეგმილი იგნორირება;
  • ქცევის შეფასება; ქცევის შეცვლა ABC-ს გამოყენებით;
  • ჟეტონების სისტემა (როგორ არ ვივაჭროთ ბავშვთან); სწორი მითითებების გამოყენება და წინასწარ განსაზღვრული რუტინები;
  • იყავი მშობელი, რომელიც ხარ;
  • პრობლემის გადაჭრა.

ტრენინგკურსს გაუძღვებიან:

  • თინათინ ჭინჭარაული - ფსიქოლოგიის დოქტორი, სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით; ბავშვის განვითარებისა და განვითარების დარღვევების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილებით;
  • ნატა მეფარიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, მუშაობის 17-წლიანი გამოცდილებით;
  • სოფიო ფოცხვერაშვილი - ფსიქოლოგიის ბაკალავრი; არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ წევრი; პროექტების კოორდინატორი;
  • თამარ ფაცაცია - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, „წითელი ჯვრის“ მოხალისე ფსიქო-სოციალური დახმარების მიმართულებით.

პროგრამის ხანგრძლივობა და საფასური

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 საათი (5 კვირა, კვირაში 2 საათი)

ღირებულება: 250 ლარი

შეხვედრის დღე: შაბათი, 12:00-14:00 საათი

პირველი შეხვედრა: 19.03.2016

ტრენინგკურსის გავლისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საკონტაქტო ინფორმაცი

ელფოსტა: training.cadc@iliauni.edu.ge

ბანერები