ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ონლაინტრენინგი „სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში“

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 1-კრედიტიან (15 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში“.

პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საშუალო, საბაზო) მოქმედი მასწავლებლების ცოდნისა და უნარების გაძლიერება, პროფესიული განვითარება მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობის შესახებ. 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფი:

  • კერძო ან საჯარო სკოლების ნებისმიერი საგნის მასწავლებლები;
  • კერძო ან საჯარო სკოლის კლასის ხელმძღვანელები, ტუტორები;
  • პირები, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის ან მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის აქტიური სტატუსი.

ტრენინგის მონაწილე:

  • შეიძენს ცოდნას სოციალური და ემოციური მიდგომების შესახებ;
  • შეძლებს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • შეძლებს სწავლა-სწავლების პროცესში მტკიცებულებებით დადასტურებული სტრატეგიებისა და სწავლების მიდგომების ინტეგრირებას.

ტრენერი

ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, განათლებისა და ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროს სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მენტორი, მკვლევარი

ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (15 საკონტაქტო საათი)

პროგრამა ჩატარდება 24, 25, 26 მარტს

ღირებულება: 100 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2024

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2024

ბანერები