ონლაინტრენინგი დოქტორანტებისთვის – სამეცნიერო პროექტების შემუშავება და მართვა
ახალი ამბები
4 ივნისს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების დოქტორანტებისთვის მედიცინის დოქტორი (MD, PhD) ნინო მახაშვილი ონლაინ გამართავს ტრენინგს „სამეცნიერო პროექტების შემუშავება: კითხვებიდან და იდეებიდან მოქმედების დიზაინამდე“ გაიმართება.
დოქტორანტები გაეცნობიან სამეცნიერო პროექტების შემუშავების პროცესს საწყისი იდეებიდან და კითხვებიდან სტრუქტურირებულ საპროექტო წინადადების მომზადებამდე. შეისწავლიან, როგორ შეიმუშაონ და მართონ პროექტები, როგორ გაარკვიონ კავშირი სამეცნიერო პრიორიტეტებსა და დონორების დაფინანსების შესაძლებლობებს შორის.
ტრენერი მიმოიხილავს გრანტების მოძიების, ადმინისტრირებისა და პროექტის წინადადების ძირითადი კომპონენტებს, დეტალურად განიხილავს მეთოდოლოგიის, ვადების, ბიუჯეტის, გავლენისა და ეთიკის საკითხებს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ფორმატი: ონლაინ
დრო: 4 ივნისი, 18:00-20:00 საათი
2026