სასერტიფიკატო პროგრამა „პანმუსიკუმი“ – აღმოაჩინე მუსიკის სამყარო ახლებურად
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას მუსიკის სასერტიფიკატო პროგრამაზე „პანმუსიკუმი“, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება 15 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში.
„პანმუსიკუმი“ ეფუძნება ილიაუნიში მუსიკის სწავლების უნიკალურ გამოცდილებას და, განურჩევლად წინასწარი მომზადებისა, ახლებურად დაგანახებთ მუსიკის უსაზღვრო სამყაროს ერთიანობას მისი სტილისტური, ენობრივი და კულტურული მრაველფეროვნების ფონზე.
ეს პროგრამა დაგეხმარებათ, აღმოფხვრათ ცოდნის ხარვეზი მუსიკის ისეთ მნიშვნელოვან ისტორიულ და აქტუალურ სფეროებში, როგორიცაა ქართული და მსოფლიოს ხალხთა მუსიკა, ჯაზი და პოპი, რენესანსი და ბაროკო, ელექტროაკუსტიკური და ექსპერიმენტული მუსიკა.
თეორიული საუბრებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ეს ნაზავი მოგცემთ საშუალებას ეზიაროთ „მუსიკობის“ აქამდე განუცდელ საშუალებებსა თუ მექანიზმებს და გადალახოთ ესთეტიკური თუ ემოციური დაბრკოლებები მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და პრაქტიკის გაცნობის გზაზე.
პროგრამა მოიცავს ლექციებს მუსიკის მნიშვნელოვან ისტორიულ და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:
- მუსიკა და ტექნოლოგია, პროფესორი რეზო კიკნაძე
- ექსპერიმენტი და მუსიკა, პროფესორი მარინა ადამია
- როგორ გავუგოთ ჯაზს / მუსიკალური პოპკულტურა, ასოცირებული პროფესორი ირინე ებრალიძე
- ხელშესახები ბაროკო, ასისტენტ-პროფესორი ქეთევან შენგელია
- მუსიკა ტოტალიტარიზმში, მოწვეული მასწავლებელი ნანა შარიქაძე (პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტი)
- ფოლკლორული და რელიგიური მუსიკა, ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია
- ვუნდერკინდი შენში, ასოცირებული პროფესორი ნინო მამრაძე
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
გრაფიკი
- 15 ივნისი, ორშაბათი – მუსიკა და ტექნოლოგია (ლექტორი რეზო კიკნაძე) – D407
- 17 ივნისი, ოთხშაბათი – ექსპერიმენტი და მუსიკა (ლექტორი მარინა ადამია) – D406
- 19 ივნისი, პარასკევი – როგორ გავუგოთ ჯაზს (ლექტორი ირინე ებრალიძე) – online
- 22 ივნისი, ორშაბათი – ხელშესახები ბაროკო (ლექტორი ქეთევან შენგელია) – D405
- 24 ივნისი, ოთხშაბათი – მუსიკა ტოტალიტარიზმში (ლექტორი ნანა შარიქაძე) – D406
- 26 ივნისი, პარასკევი – მუსიკალური პოპ-კულტურა (ლექტორი ირინე ებრალიძე) – 0nline
- 29 ივნისი, ორშაბათი – ფოლკლორული და რელიგიური მუსიკა (ლექტორი თამაზ გაბისონია) – D406
- 2 ივლისი, ოთხშაბათი – ვუნდერკინდი შენში (ლექტორი ნინო მამრაძე) – D406
დრო: 15 ივნისი – 2 ივლისი, 19:00-21:00 საათი
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
ღირებულება: 200 ლარი
ფორმატი: ჰიბრიდული (საუნივერსიტეტო და ონლაინშეხვედრები)
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D კორპუსი (D405, D406 და D407 აუდიტორიები), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026