ონლაინტრენინგი „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“
ახალი ამბები
10 ივნისს, 19:00 საათზე, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი ზარინა ბურკაძე ონლაინ გამართავს ტრენინგს „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს:
პირველი მიმართულება შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Fulbright Scholar Program, Horizon Europe და სხვ.), ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). განსახილველი თემები: აკადემიური პროფილის შექმნა (ORCiD, Web of Science და სხვ.), პოტენციური პარტნიორების მოძიება ეფექტური საშუალებების გამოყენებით (B2Match Platforms, EURAXESS, COST, F&T Portal და სხვ.) და ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტების წარდგენისთვის საჭირო შიდა ინსტიტუციური რეგულაციები (ხანგრძლივობა – 20 წუთი).
ტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას, ლოგიკურ ჩარჩოს, მიზნისა და სტრატეგიული ამოცანების, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკებს, ასევე მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს. ასევე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი).
ტრენინგის მესამე ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები (ხანგრძლივობა – 20 წუთი).
მონაწილეები თითოეულ საკითხზე შეასრულებენ დავალებას, რათა სწავლების ბოლოს სამეცნიერო პროექტის მონახაზი ჰქონდეთ. ასევე მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს თავიანთი პროექტის მონახაზის შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ტრენერი: ზარინა ბურკაძე, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
მონაწილეთა რაოდენობა: 10-15
ფორმატი: ონლაინტრენინგი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 ივნისი, 19:00 საათი
2026