ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ონლაინკურსი Rethinking Gender, War, and Peace in XXIst Century: Ukraine in Comparative Perspective

ახალი ამბები

13 ოქტომბერს დაიწყება ონლაინკურსი პროექტის Gender Studies and War Challenges in Resilience of Universities in Ukraine: Networking for Excellence in Teaching and Institutional Development ფარგლებში.

შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრის თანამშრომლობით ლუნდის უნივერსიტეტთან, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტთან, ხარკოვის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ევროპის ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტთან.

კურსის Rethinking Gender, War, and Peace in XXIst Century: Ukraine in Comparative Perspective მიზანია, გენდერის კვლევის პერსპექტივიდან კრიტიკულად გაიაზროს ომისა და მშვიდობის პრობლემები კომპარატივისტული მიდგომით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და პოსტსაბჭოთა რეგიონული ფოკუსით.

მას გაუძღვებიან ილიაუნისა და პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მკვლევრებს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/DFLRU

კურსის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/ef137

2023 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები