ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მოწვევა ABLLS-R ტრენინგზე დასასწრებად

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში მსურველებს იწვევს ABLLS-R ტრენინგზე დასასწრებად.

ABLLS-R, შეფასების ინსტრუმენტი, აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში.

ტრენინგის მონაწილეები

  • გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ს;
  • ისწავლიან აღნიშნული ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები: კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქეის-მენეჯერი სალომე მინდორაშვილი და განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი ანი შაყულაშვილი.

ჩატარების დრო: 09/07; 10/07; 16/07; 17/07

მონაწილეთა რაოდენობა: 15

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ. მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

მსურველებმა 2021 წლის 6 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ CV (ტელეფონის ნომრისა და მეილის მითითებით) ელექტრონულ მისამართზე: tinatini.avsajanishvili.1@iliauni.edu.ge

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგი ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

2021 წელი

ბანერები