ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება სასერტიფიკატო პროგრამაზე: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“. სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. პროგრამის მიზანია, გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეს ექნება ცოდნა აუტიზმის სპექტრის დარღვევის ძირითადი მახასიათებლების შესახებ; ეცოდინება ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი თეორიული დებულებები და შეძლებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთან და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას. მოცემული სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისადმი (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (ჯამში 75 საათი). პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.

პროგრამის დაწყების თარიღი: 30 იანვარი, 2017 წელი

პროგრამის ღირებულება: 450 ლარი

პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონულ ფოსტაზე: info.cadc@iliauni.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: 2 22 00 09 (460)

ბანერები