ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება სასერტიფიკატო კურსზე „კორეის ისტორია, ეკონომიკა და კულტურა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს სასერტიფიკატო კურსს „კორეის ისტორია, ეკონომიკა და კულტურა“, რომელსაც გაუძღვება ინჰას უნივერსიტეტის პროფესორი იუიკონ კიმი

კურსის მსმენელები გაეცნობიან კორეის ისტორიისა და კულტურის ისტორიულ ცვლილებებსა და განვითარებას, ასევე ინფორმაციას კორეელი ხალხისა და საზოგადოების შესახებ.

კურსი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • კორეის ისტორია;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • დემოკრატიზაცია და უნიფიკაცია;
  • ჩრდილოეთ კორეა.

მსმენელები გაეცნობიან კორეული საზოგადოებისთვის აქტუალურ ძირითად მოვლენებსა და საკითხებს.

კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (18 ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს (09:00 საათზე))

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: დისტანციური (პროგრამა zoom-ის გამოყენებით)

ვის შეუძლია დასწრება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

როგორ გაიცემა სერტიფიკატი:

კურსის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია კურსის ლექციების განრიგის შესახებ იხილეთ დანართში.

კურსზე რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ, 8 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: tamta.abuladze@iliauni.edu.ge .

შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების განრიგი გაეგზავნებათ არა უგვიანეს 11 ოქტომბრისა.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს მასალა და ინფორმაცია ლექციების შესახებ გაეგზავნებათ 16 ოქტომბერს (ორშაბათს).

2023 წელი

 

 

ბანერები